თუ გამოსახულებას აღსაწერად ათასი სიტყვაა საჭირო, მაშინ ილუზიის აღწერას,  მილიონზე მეტი დასჭირდება!

შეაღეთ კარი ილუზიების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც მრავალფეროვანი შეგრძნებები გელოდებათსცადეთ და გაოცდებით; რადგან ეს არის სამყაროსრულიად ახალი, შემეცნებითი და დამაბნეველი. ის რასაც აქ ნახავთ, დაიმსახურებს თქვენს აღფრთოვანებას, რადგან არაფერია ისეთი, როგორიც  ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით კი ჩვენთან!

ეწვიეთ თბილისის ილუზიების მუზეუმს; ჩვენ გთავაზობთ  ახალი, ამოუცნობი ილუზიების მეშვეობით შექმნილ დამაინტრიგებელ ვიზუალურ, სენსორულ და საგანმანათლებლო სანახაობებს. გაიგეთ მეტი!

თბილისი, ილუზიების მთავარი ადგილი!

 

თბილისის ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს ილუზიების სამყაროში მოგზაურობისთვის.  სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი აღფრთოვანებული დარჩება. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და  ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ეს ადგილი შეუყვარდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს,  ბებიებს, ბაბუებსა და ახალგაზრდა წყვილებს.

ნახეთ, კიდევ რას გთავაზობთ, თქვენ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ!

გამოიჩინეთ სიმამაცე და შეაბიჯეთ ილუზიების გვირაბში, რომელიც გაგაოცებთ და დაგაჯერებთ, რომ ნაბიჯის გადადგმა მყარ და სტაბილურ ზედაპირზე, ბრუნავი ცილინდრისკენ არც თუ ისე მარტივია.  იხილეთ თქვენი დეფორმირებული გამოსახულება მრუდე სარკეების ოთახში, გათავისუფლდით უსასრულობის ოთახში, გაუწიეთ წინააღმდეგობა მიზიდულობის კანონს და გადაიღეთ ამ გამოცდილებების აღმბეჭდავი უამრავი სელფი!

მოატყუეთ  თვალი და ავარჯიშეთ გონება!

ისიამოვნეთ ჩვენი ჰოლოგრამების კოლექციით, იხილეთ ყველა ოპტიკური ილუზია და ყურადღებით შეისწავლეთ თითოეული ინსტალაცია. ეს ბრწყინვალე და მხიარული შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.  ჩვენი ექსპონატების დათვალიერებისას, თქვენ აუცილებლად გაოცდებით!

ჩვენი მუზეუმის საოცარი და სახალისო ხერხებით, ინფორმაცია მარტივადაა გადმოცემული ხედვის, აღქმის, ადამიანის გონებისა და მეცნიერების შესახებ. აქ უფრო ადვილია ავხსნათ რატომ ხედავს ჩვენი თვალები იმას, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აუცილებლად მოინახულეთ სათამაშო ოთახი, რომელიც სავსეა დამაინტრიგებელი და ამავე დროს საგანმანათლებლო თამაშებითა და გამოცანებით. გონების ასეთი ვარჯიში, ნამდვილად დიდი გართობაა, თუმცა, მათი ამოხსნა არც თუ ისე მარტივია!

მობრძანდით და გაეცანით ილუზიების სამყაროს,  გამოსცადეთ  შეუძლებელი. თან აუცილებლად წამოიღეთ ვიდეო კამერა.