დაგეგმეთ ღონისძიებები!
თუკი თქვენ ხართ პასუხისმგებელი ორგანიზაციის ღონისძიებების დაგეგმვაზე, უკვე ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯეთ და არაფერმა ახალმა არ მიიპყრო თქვენი ყურადღება, ილუზიების მუზეუმი სწორედ ის ადგილია, რაც გჭირდებათ! ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ისეთი ღონისძიება, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს, როგორც ორგანიზატორების, ისე ყველა სტუმრის მოთხოვნებს.
არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პრესკონფერენცია, საზეიმო ცერემონიალი თუ თემატური შეხვედრები, ახალი ბრენდის პრეზენტაცია, ვიდეოს ჩაწერა, ან თუნდაც უბრალოდ მუზეუმის მონახულება, თამამად გვენდეთ და დაგვიკავშირდით. თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალი გუნდი შემოგთავაზებთ ყველაფერს იმას, რაც დააკმაყოფილებს მათ.
თქვენ მოინახულებთ მუზეუმს სადაც გაეცნობით ჰოლოგრამებს, ოპტიკურ ილუზიებს, უძირო ორმოს და უჩვეულო ოთახებს. ეს ყველაფერი თქვენს თანამშრომლებს ან პარტნიორებს აბსოლუტურად მოულოდნელ სანახაობებს შესთავაზებს. იყავი გამბედავი და აირჩიე რაღაც მოულოდნელი!
გთხოვთ დაჯავშნოთ ვიზიტი მინიმუმ თოთხმეტი (14) დღით ადრე, რადგანაც ვიზიტები დაგეგმილია დანარჩენი ჯავშნებისა და მუზეუმის სხვა აქტივობების შესაბამისად.