თამაშები, სადაც გონების დაძაბვა მოგიწევთ და გახდებით უფრო ჭკვიანი ვიდრე აქ მოსვლამდე იყავით
ილუზიების მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილება გაახალისებს თქვენი ტვინის პატარა ნაცრისფერ უჯრედებს. მათი მეტი სიამოვნებისათვის, მუზეუმში გონიერი სათამაშო ოთახია, სადაც ყველა ასაკის სტუმრებს შეუძლიათ ითამაშონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და ისწავლონ. სათამაშო ოთახი გიბიძგებთ სწავლისა და სიამოვნების მიღებისკენ სხვადასხვა თამაშების და ხისგან დამზადებული გამოცანების მეშვეობით. რაც ასტიმულირებს თქვენს შემეცნებით შესაძლებლობებს და სათამაშო ოთახს თქვენი გონების ფიტნეს ცენტრად აქცევს.
მობრძანდით და ითამაშეთ გონების თამაშები, ამოხსენით გამოცანები, გახსენით შეუძლებელი კვანძები, გაეცანით ლოგიკურ და მათემატიკურ თამაშებს, ასევე სხვა საგანმანათლებლო კონცეფციებს, რომლებიც დაძაბავენ თქვენს გონებას და ამავე დროს გაგხდიან უფრო ჭკვიანს, ვიდრე აქ მოსვლამდე იყავით. ჩვენს სტუმრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვთავაზობთ მოგზაურობას გამოცანების სამყაროში, სადაც მონაწილეები პრაქტიკული უნარების საშუალებით სწავლობენ როგორ მიაღწიონ თავიანთ მაქსიმუმს და როგორ მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.
ეს თამაშები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს გონიერ მაღაზიაში!